კონტე: კვარამ კლუბს გაშვება სთხოვა, იმედგაცრუებული ვარ
ანტონიო კონტემ „ვერონასთან“ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ხვიჩა იანვარში გუნდს დატოვებს.
„არასდროს მერიდებოდა უხერხული კითხვებისთვის პასუხის გაცემა. როცა ვლაპარაკობ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, არ მიყვარს ტყუილები. გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვესაუბრე და ვთხოვე, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ხელშეუხებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მათ შორის კვარაც იყო.
ხვიჩამ ჩვენ გაყიდვის თხოვნით გასულ ზაფხულსაც მოგვმართა, მაგრამ ისევე როგორც სხვები, ტრანსფერზე არც ის დაგვიყენებია.
6 თვის წინ მომიწია დარჩენაში ბევრი ფეხბურთელი დამერწმუნებინა. ბედნიერი ვარ, რომ გარკვეული მოთამაშეების გადარწმუნება შევძელი. ამჯერად კვარაცხელიამ კლუბს გაყიდვა სთხოვა. მე ვესაუბრე მას და დამიდასტურა, რომ მიდის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ამ ექვს თვეში მე ვიმუშავე და ვაჩვენე, რომ რაღაცის მიღწევა შეგვეძლო, მას კი კონტრაქტის განახლება არ სურდა. იმედგაცრუებული ვარ.
ალბათ არც მე ვიყავი იმდენად თამამი და გამბედავი, რომ ორივე მხარისთვის ხელი შემეწყო, რათა მოლაპარაკებებში წინსვლა ყოფილიყო.
დღეს ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ ნაბიჯის უკან გადადგმა მიწევს. არ შემიძლია ვიღაც ჯაჭვებით დავაბა და დარჩენა ვაიძულო. მის დარწმუნებას 6 თვე ვცდილობდი. კვარა ვერონასთან არ იქნება. ცხადია, რომ გუნდი ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეს კარგავს“.
- განაცხადა კონტემ.
ამ სიტყვებით უკვე 100%-ით შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა „ნაპოლის“ უახლოეს დღეებში დატოვებს. სავარაუდოდ მისი ახალი გუნდი პსჟ იქნება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. კვარას მსურველთა სია დიდია და მაინც არსებობს მცირე შანსი, რომ პარიზელებს კონკურენცია გაუწიონ.