ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Goal.com: კვარა ვერონასთან განაცხადს მიღმა დარჩება

ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Goal.com-ი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ უახლოესი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდება.

გამოცემის ცნობით, ანტონიო კონტე ხვიჩას განაცხადს მიღმა დატოვებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველის ტრანსფერი „პარი სენ-ჟერმენში“ დასკვნით ეტაპზეა.

იტალიური მედია იტყობინება, რომ პსჟ ქართველ გარემარბში 70 მილიონ ევროს იხდის, კონტემ კი იანვარში კვარას გაშვებაზე თანხმობა გასცა.

რაც შეეხება კვარას შემცვლელს, Goal.com-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ მაისური შესაძლოა დეიან კულუსევსკიმ მოირგოს, რომელთან ერთადაც კონტეს „ტოტენჰემში“ უმუშავია. ასევე ცნობილი ხდება, რომ პარიზული კლუბი „პარტენოპეის“ კვარას სანაცვლოდ მილან შკრინიარსა და მარკო ასენსიოს სთავაზობდა, თუმცა ნეაპოლელებისგან უარი მიიღო.

მიმდინარე სეზონში კვარამ სერია ა-ში 17 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე ასისტი მიითვალა. მისი კონტრაქტი „პარტენოპეისთან“ 2027 წელს იწურება.

„ნაპოლი“-„ვერონას“ მატჩი კვირას გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილი: ჩემთვის აქ ყოფნა პატივია, გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ
ლოჩოშვილი: ჩემთვის აქ ყოფნა პატივია, გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ