ხვიჩა კვარაცხელია, დევიდ უები
Aa
Aa

ნებისმიერ ინგლისურ გრანდში თავის სიტყვას იტყვის - სანიოლის ასისტენტი კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას დამატების ყველაზე რეალურ კანდიდატად ჯერჯერობით „პარი სენ-ჟერმენი“ რჩება, თუმცა ინგლისური საინფორმაციო სააგენტოები საპირისპიროს წერენ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ „ნაპოლის„ 23 წლის ქართველი ლიდერის დამატებაზე სერიოზულ პრეტენზიას პრემიერ ლიგის გრანდები, „ჩელსი“ და „ლივერპულიც“ გამოთქვამენ.

ავტორიტეტული გამოცემა GIVEMESPORT-ის კორესპოდენტი კი, საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტს დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

დევიდ უები

სანიოლის ასისტენტად 2023 წლის აგვისტოში დავინიშნე და კვარაცხელიას საოცარ ნიჭსა და შესაძლებლობებში თავიდანვე დავრწმუნდი. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ მისი დამატება ლამის ყველა წამყვან ევროპულ გრანდს სურს. სწორედ ხვიჩას საოცარი შრომისმოყვარეობის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ „ნაპოლი“ ბოლო სამ წელიწადში სკუდეტოს მეორედ მოგებას უმიზნებს.

ეროვნულ ნაკრებში მისი გაწვრთნა ერთ სიამოვნებაა და მაშინვე ყველა ხვდება, თუ რას წარმოადგენს კვარა. თუმცა, მისი წარმატების საიდუმლო მხოლოდ ნიჭიერებაში არ მდგომარეობს. საქმისადმი მიდგომა და ის საოცარი შრომისმოყვარეობა, რის გამოც ზოგიერთი ვარჯიში დასრულების შემდეგ მოედნიდან ვერ გამოგვყავს ხოლმე, აქცევს მას ტოპ-ფეხბურთელად.

კვარა საქართველოს ნაკრების ოქროს ბიჭია იმის გათვალისწინებით, თუ საიდან დაიწყო და რას მიაღწია. თუმცა, თანაგუნდელების გარემოცვაში ყოფნისას, ერთ-ერთი მათგანია და გუნდის შეუმჩნეველი ლიდერი, რადგან როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ყველასთვის ეტალონია.

ტექნიკური თვალსაზრისით უბრალოდ შეუდარებელია, თუმცა უკანასკნელ წლებში ათლეტურობითაც მოუმატა. ხვიჩაში დევს მომატების სურვილი და პოტენციალი და როდესაც ფეხბურთელს ეს გააჩნია, ვერასოდეს გაიგებ, თუ სად არის მისი შესაძლებლობების ზღვარი.

ჩემი აზრით, კვარაცხელია ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ-ხუთეულის კლუბებიდან ნებისმიერს იოლად მოერგება, რადგან თითოეული გუნდის სათამაშო სტილი მის სტილს მიესადაგება. ტემპი, ინტენსივობა და თავბრუდამხვევი შეტევები - ყოველივე ეს უყვარს კვარას და ყოველივე ამით, ის როგორც „არსენალსა“ და „ლივერპულს“, ასევე „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტისაც“ დაამშვენებდა.

ხვიჩა სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან უმაღლეს დონეზე ითამაშებს და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. მერწმუნეთ, ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც როგორც ბურთთან ერთად, ასევე უბურთოდ მყოფს მატჩის ბედის გადაწყვეტა და გუნდისთვის საოცარი დახმარების გაწევა შეუძლიათ. საქართველოს ნაკრებმა წელს 2026 წლის მუნდიალის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს და მისი კალიბრის მოთამაშესთან ერთად, შეუძლებელი არაფერია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტად დანიშვნამდე, დევიდ უები სხვადასხვა დროს „ტოტენჰემის“, „საუთჰემპტონისა“ და „კრისტალ პალასის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სადაც უფრო მეტად დააფასებენ, იქ გადავა“ - სიომინი კვარაზე
„სადაც უფრო მეტად დააფასებენ, იქ გადავა“ - სიომინი კვარაზე