ტიერი ანრი
Aa
Aa

მთავარი კანდიდატია - ანრის ახალი სამსახური გამოუჩნდა

პარიზის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის დასრულებისთანავე, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ, ტიერი ანრი უმუშევარია, თუმცა შესაძლოა უახლოეს პერიოდში ლეგენდარული ფრანგი საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდეს. ავტორიტეტული ფრანგული ტელეარხის, Canal 24-ის ცნობით, ის ბელგიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ჯოვანი ტედესკოს შეცვლის უპირველეს კანდიდატად მოიაზრება.

ანრის ვარიანტს უპირატესობას ბელგიის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები იმ უბრალო მიზეზის გამო ანიჭებენ, რომ ის მათი ნაკრების ლიდერების, რომელუ ლუკაკუსა და კევინ დე ბრუინის ახლო მეგობარია. გარდა ამისა, 2016-2021 წლებში 47 წლის ფრანგი ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის ასისტენტად მუშაობდა და გუნდში არსებულ სიტუაციას მშვენივრად იცნობს. იმ შემთხვევაში თუ ანრიმ შეთავაზებაზე უარი თქვა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ბელგიელები ერიკ ტენ ჰაგისა და მარკ ვან ბომელის კანდიდატურების განხილვას.

შეგახსენებთ, რომ ჯოვანი ტედესკო ბელგიელებს 2023 წლის თებერვლიდან ამზადებს და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში გამოეთიშა, ერთა ლიგაზე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო უკანასკნელი რვა მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანრი: ახალი ერა ბარსელონაში არა ფლიკმა, არამედ ჩავიმ დაიწყო
ანრი: ახალი ერა ბარსელონაში არა ფლიკმა, არამედ ჩავიმ დაიწყო