ისლამ მახაჩევი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

უმარს მახაჩევზე მეტად გაუჭირდება - დაღესტნელების მწვრთნელი მომავალ ბრძოლებზე

ისლამ მახაჩევსა და უმარ ნურმაგომედოვს 19 იანვარს გასამართი პრინციპული დაპირისპირებებისთვის პირველ რიგში რა თქმა უნდა ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვი ამზადებს, თუმცა როგორც უმარის, ასევე ისლამის ბრძოლის დროს, კუთხეში ხაბიბთან ერთად სეკუნდანტებად მაგომედ აბდულხამიდოვი და ხავიერ მენდესი იდგებიან. ეს უკანასკნელი უკვე დიდი ხანია დაღესტნელ მებრძოლებთან მუშაობს და მათი როგორც ძლიერი, ასევე სუსტი წერტილების შესახებ ყველაზე კარგად მოეხსენება. აქედან გამომდინარე, მისი მოსაზრება მომავალ შეხვედრებთან დაკავშირებით უდავოდ საინტერესოა.

რას ამბობს UFC 311-ზე

ისლამი არმან ცარუკიანს არა ჭიდაობის, არამედ დგომისა და კრივის ხარჯზე მესამე, ან მეოთხე რაუნდში დააფინიშებს, თუმცა ჩვენ მეხუთე რაუნდისთვისაც მზად ვართ. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ის, რომ დარტყმის ტექნიკა ბოლო პერიოდში მახაჩევმა უფრო დახვეწა, ვიდრე ცარუკიანმა.

ასე რომ, ისლამსა და მისი ქამრის დაცვაზე ნაკლებად ვნერვიულობ. თუ შემეკითხებით, ყველაზე რთული რა იქნება? ალბათ უმარ ნურმაგომედოვის მხრიდან მერაბ დვალიშვილის დამარცხება და ამის ბევრი მიზეზი არსებობს.

ცნობისათვის, UFC 311-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვი ისლამ მახაჩევისა და უმარ ნურმაგომედოვის გარდა, ტაგირ ულანბეკოვსაც დაეხმარება, რომელიც კლეიტონ კარპენტერს შეხვდება.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ვკითხავ დრო თუ აქვს“ | ვინ იდგება მერაბის კუთხეში UFC 311-ზე
„ილიას ვკითხავ დრო თუ აქვს“ | ვინ იდგება მერაბის კუთხეში UFC 311-ზე