ნიკ კირიოსი
Aa
Aa

რას გვიმალავთ - კირიოსის სკანდალური სტატუსი

იანიკ სინერის დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებით სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს სხდომის ჩანიშვნას, რომელიც 16-17 აპრილს გაიმართება, ნიკ კირიოსი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პროცესი საზოგადოებისთვის დახურული იქნება და იქვე დაამატა, რომ თუ საქმეს კეთილსინდისიერად იძიებენ, მაშინ დაინტერესებული პირებისთვის ყველაფერი ღია და გამჭირვალე უნდა იყოს.

კირიოსი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, რომელმაც მსოფლიო რეიტინგის იტალიელი ლიდერი და ის ადამიანები, რომლებმაც სინერი გაამართლეს, ღიად გააკრიტიკა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ჩოგბურთში ბევრი უსამართლობა ხდება და ის და სხვა ჩოგბურთელები სინერის თანასწორები მხოლოდ მაშინ გახდებიან, თუ 2025 წელს აკრძალულ ნივთიერება კლოსტებოლს მიიღებენ და მათ ამისთვის არავინ დასჯის.

მედიის წარმომადგენლების მხრიდან, უამრავი მცდელობისა და შეკითხვის მიუხედავად, სინერი კირიოსთან პოლემიკაში არ შედის და მის გაკეთებულ მწვავე განცხადებებზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯოკოვიჩის მტკიცებით, 2022 წელს ის ავსტრალიაში მოწამლეს
ჯოკოვიჩის მტკიცებით, 2022 წელს ის ავსტრალიაში მოწამლეს