დევიდ მოიესი
Aa
Aa

ლეგენდა დააბრუნეს - ევერტონი მოიესმა ჩაიბარა

„ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ გადაყენებული შონ დაიჩი დევიდ მოიესმა შეცვალა. ლივერპულური გუნდი რამდენიმე კვირის წინ ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Friedkin Group-მა შეიძინა და როგორც ჩანს, ახალი მეპატრონეები კლუბში შექმნილი რთული სიტუაციით უკმაყოფილონი დარჩნენ, რის გამოც სამწვრთნელო ცვლილება გადაწყვიტეს.

მოიესი „გუდისონ პარკის“ პუბლიკის საყვარელი მწვრთნელია. ის „ევერტონს“ 2002-2013 წლებში ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 518 მატჩიდან მერსისაიდელებმა 221 მოიგეს, 134 ფრედ დაასრულეს და 163-ჯერ დამარცხდნენ. განსაკუთრებით წარმატებული შოტლანდიელი სპეციალისტისთვის 2008-2009 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც „კანფეტები“ ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა და „ჩელსისთან“ დამარცხდა.

20 ტურის შემდეგ 17 ქულით „ევერტონი“ ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს, თუმცა ლივერპულელებს კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.

მსგავსი სიახლეები