მახაჩევი: „ახლა ყველაზე ძლიერი ვარ“
UFC 311-ის ღონისძიების მთავარი ორთაბრძოლა ისლამ მახაჩევსა და არმან ცარუკიანს შორის უნდა შედგეს და ბუნებრივია, რაც უფრო ახლოვდება მათი დაპირისპირება, მოლოდინი და აჟიოტაჟი სულ უფრო იზრდება. დაღესტნელმა მებრძოლმა, რომელსაც აქვს ამბიციები, რომ UFC-ის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი გახდეს, საკუთარ ფორმასთან დაკავშირებით საინტერესო შეფასებები გააკეთა.
ისლამ მახაჩევი
ყოველი ბრძოლის შემდეგ ვპროგრესირებ და ვფიქრობ, ახლა მახაჩევის საუკეთესო ვერსიას უყურებთ. ბევრი ვისწავლე თუნდაც უკანასკნელი ჩხუბისგან და ვფიქრობ, დარტყმის ტექნიკა კიდევ უფრო დავხვეწე, რის შემდეგაც საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო გამიძლიერდა.
ვუშვებ იმასაც, რომ ჩემს ოპონენტებსაც ძლიერი დარტყმები აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, ახლა უკვე ამ კომპონენტშიც ყველაზე ძლიერი გავხდი. თანაც, ეს შერეული ორთაბრძოლებია, სადაც მხოლოდ კრივს არ ენიჭება მნიშვნელობა.
მახაჩევმა საუბრის ბოლოს გაიხსენა, მის მიერ მიცემული ერთ-ერთი ძველი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მასთან გალიაში ნებისმიერი მებრძოლი შეუშვან, კარი დახურონ და ნებისმიერს დაამარცხებს. ისლამმა აღნიშნა, რომ ახლაც იგივე აზრზეა, რადგან საუკეთესო ფორმაშია.