ბატლერის ახალი პრობლემა - კალათბურთელს სასამართლო ელოდება
საკალათბურთო კარიერის პარალელურად, ჯერ კიდევ „მაიამის“ მოთამაშე ჯიმი ბატლერს პირად ცხოვრებაშიც სერიოზული პრობლემები შეექმნა. ის უარს ამბობს ყოფილ მეუღლეს და თავისი სამი შვილის დედას, კეიტლინ ნოვაკს ალიმენტზე ყოველთვიურად 10 ათასი დოლარი დაუმატოს, რის გამოც წინ სასამართლო გარჩევები ელოდება. როგორც თავად აცხადებს, ის თავისი შვილების კეთილდღეობისთვის თვეში 55 ათას დოლარს იხდის, რაც მისი აზრით სრულიად საკმარისია, ყოფილი ცოლის მოთხოვნილ დამატებით ათი ათასის გადახდაზე კი, კატეგორიულ უარს აცხადებს.
ნოვაკის განცხადებით, მას ეს თანხა ძიძების ხელფასების გასტუმრებისთვის სჭირდება. თუმცა, ბატლერის ადვოკატს თავისი კლიენტის გასამართლებლად მოჰყავს შემდეგი მტკიცებულება, რომ იმ დროს, როდესაც ბატლერი დაქორწინდა, მას NBA-ს ვარსკვლავის სტატუსი არ ჰქონდა და არც ამხელა შემოსავალი ჰქონდა. კანონის თანახმად კი, ყოფილ მეუღლეს შეუძლია ალიმენტის სახით მოითხოვოს ქმრის შემოსავლის ისეთი ეკვივალენტი, როგორიც მათი დაქორწინების პერიოდს შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბატლერი „მაიამიმ“ გუნდიდან რამდენიმე თამაშით მოკვეთა, თავად კალათბურთელს კი სხვა გუნდში გადასვლა სურს.