ემპოლი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ჯანლუკა დი მარციო: მილანი გოგლიჩიძის შეძენას გეგმავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „მილანი“ საბა გოგლიჩიძის შეძენას გეგმავს.

„მილანს არა მხოლოდ შეტევის გაძლიერება სურს. მარკუს რაშფორდისა და რანდალ კოლო მუანის მიმართ ინტერესის პარალელურად, როსონერი დაცვის გაძლიერებაზეც ფიქრობს.

კლუბი გეგმავს პერსპექტიული მომავლის მქონე ტალანტები დაიმატოს და ასე გაძლიერდეს. ერთ-ერთი მათგანი რა თქმა უნდა, არის ემპოლის ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე. 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელი, პირველ რიგში თავისი ფიზიკური შესაძლებლობებით არის ცნობილი.

როსონერის ტრანსფერის იანვარშივე დახურვა სურს. კლუბი ასევე განიხილავს გოგლიჩიძის სეზონის ბოლომდე იჯარით ემპოლიში დატოვებას“.

- წერს დი მარციო.

20 წლის ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 16 შეხვედრა ჩაატარა. ბოლოს მან 4 იანვარს „ვენეციასთან“ (1:1) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და Sofascore-ისგან 7,1-იანი შეფასებაც მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ „ემპოლის“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს გამართავს, როდესაც „კარლო კასტელანიზე“ „ლეჩეს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რა შემიძლია გითხრათ? ახლა იანვარია“ - სლოტმა კვარაზე ისაუბრა
„რა შემიძლია გითხრათ? ახლა იანვარია“ - სლოტმა კვარაზე ისაუბრა