გოგა ბითაძე
Aa
Aa

ორლანდო მილუოკისთან დამარცხდა - ბითაძის სუსტი მატჩი

NBA-ს მორიგ, რიგით მე-40 შეხვედრაში „ორლანდო“ საკუთარ დარბაზში „მილუოკისთან“ 3-ქულიანი სხვაობით, 106:109 დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა, მეოთხე პოზიცია კი სწორედ „ბაქსს“ გადაულოცა.

ისევე როგორც „მეჯიქის“ დანარჩენ მოთამაშეებს, შედარებით სუსტი მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელმაც 23 წუთში თავი 4 ქულას, 5 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა. მან ოთხიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან და საჯარიმოს ხაზიდან არც ერთხელ არ უსვრია. ხუთი მოხსნიდან გოგამ ოთხი დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

რაც შეეხება მთლიანად მატჩს, ორივე გუნდში საუკეთესო „ბაქსის“ ბერძენი ლიდერი იანის ანტენტოკუმპო გახლდათ, რომელმაც 41 ქულასთან ერთად, 14 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა. „მეჯიქის“ რიგებში შედეგიანობით თავი პაოლო ბანკერომ გამოიჩინა, რომლის ანგარიშზეც 34 ქულაა.

მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ დარბაზში „ფილადელფია სიქსერსთან“ გამართავენ და მატჩი ხვალ, ღამის 03:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დაბრუნება 3-მატჩიანი პაუზის შემდეგ - მამუს 7 ქულა ყოფილ გუნდთან
დაბრუნება 3-მატჩიანი პაუზის შემდეგ - მამუს 7 ქულა ყოფილ გუნდთან