გრანადა, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | გრანადამ ბურგოსს ვერ მოუგო

ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ საკუთარ კედლებში „ბურგოსს“ დაუპირისპირდა. ანდალუსიელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მათი გამოყენება ვერ შეძლეს და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდნენ.

მე-40 წუთზე წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში „ბურგოსის“ მცველმა ჩაჭრა, თუმცა მთავარმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა. 62-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა ხელიდან სტუმრებმა გაუშვეს, როდესაც ახლო მანძილიდან ედუარდო ესპიაოს მიერ დარტყმული ბურთი ლუკა ზიდანმა მოიგერია. 66-ე წუთზე წიტაიშვილის ჩაწოდების შემდეგ „ბურგოსის“ კარი ლუკას ბოიემ აიღო, თუმცა მსაჯმა ამ შემთხვევაშიც თამაშგარე დააფიქსირა.

78-ე წუთზე ახლო მანძილიდან „ბურგოსის“ კარში მიგელ რუბიო ურტყამდა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა კარს. 87-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა ქართველ ფეხბურთელსაც შეეძლო, თუმცა მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

წიტაიშვილი ფრან ესკრიბამ ძირითადში ათამაშა და 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ისგან 7,4-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 56 შეხება, 3 საკვანძო პასი, 20-დან 16 ზუსტად შესრულებული პასი (80%), 2 არაზუსტი გრძელი პასი, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 1 დარტყმა კარისკენ, 1 დარტყმა კარში, 7-დან 1 წარმატებული დრიბლინგის მცდელობა, 24 დაკარგული ბურთი, 13-დან 6 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 1 ჩაჭრა.

წიტაიშვილი ერთხელ დაჯარიმდა, მეტოქეს კი 5-ჯერ დაარღვევინა წესები. პირველი ტაიმის მიწურულს უხეში თამაშისთვის ქართველმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათიც მიიღო.

წიტაიშვილის გამორჩეული მომენტები:

ცნობისთვის, „გრანადას“ 34 ქულა აქვს და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. წიტაიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 იანვარს გამართავს, როდესაც გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები