ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

გაცვლის შეთავაზება ნაპოლის - ვის დათმობს ლივერპული კვარას სანაცვლოდ

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მსგავსად, ხვიჩა კვარაცხელიას დასამატებლად „ლივერპულიც“ იწყებს ბრძოლას. ერთ-ერთი ინგლისური გამოცემის ცნობით, მერსისაიდელები მზად არიან ნეაპოლელებს 23 წლის ქართველის სანაცვლოდ დარვინ ნუნიესი, ან ფედერიკო კიეზა შესთავაზონ. მართალია, პარტენოპეიმ ცოტა ხნის წინ კვარას რომელიმე მოთამაშეში გაცვლაზე უარი პსჟ-ს უკვე უთხრა, მაგრამ „წითლებს“ იმედი აქვთ, რომ აურელიო დე ლაურენტისი თანამემამულე კიეზათი დაინტერესდება, რომლის შეძენაც ჯერ კიდევ მისი „იუვენტუსში“ ასპარეზობის პერიოდიდან სურდა.

ლივერპულელები თვლიან, რომ კვარაცხელიას დამატებით ფლანგზე პრობლემას რამდენიმე წლით მოაგვარებენ და ხვიჩას მოჰამედ სალაჰის იდეალურად შემცვლელად მიიჩნევენ, რომელსაც კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უსრულდება და იქიდან გამომდინარე რომ მხარეებმა მის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, დიდი ალბათობით 32 წლის ეგვიპტელს „ენფილდ როუდის“ დატოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა 2022 წლის სექტემბერში სწორედ „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩაატარა და მართალია გოლი არ გაუტანა, თუმცა ეს მატჩი მის ნეაპოლურ კარიერაში დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რა შემიძლია გითხრათ? ახლა იანვარია“ - სლოტმა კვარაზე ისაუბრა
„რა შემიძლია გითხრათ? ახლა იანვარია“ - სლოტმა კვარაზე ისაუბრა