გადადება გამოირიცხა - UFC 311 დათქმულ დროს გაიმართება
Aa
Aa

გადადება გამოირიცხა - UFC 311 დათქმულ დროს გაიმართება

კალიფორნიის შტატში მძვინვარე მასშტაბური ტყის ხანძრის გამო, არსებობდა სერიოზული საშიშროება იმისა, რომ UFC 311-ის ღონისძიება, რომელსაც მთელი მსოფლიო, მერაბ დვალიშვილის ფაქტორის გამო კი, განსაკუთრებით MMA-ს ქართველი მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ, გადადებულიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა თუ როგორ განვითარდება მოვლენები, გამორიცხულია და ქარდი დათქმულ დროს გაიმართება.

ცვლილება მხოლოდ ბრძოლების ჩატარების ადგილს შეიძლება შეეხოს. როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი, ღონისძიება კალიფორნიის შტატში, ინგლვუდში მდებარე Intuit Dome Arena-ზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თუ ხელისშემშლელი ფაქტორები წარმოიქმნება, ამ დარბაზის ნაცვლად, ორთაბრძოლებს ლას ვეგასის T-mobile Arena უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს მთავარ ბრძოლა მსუბუქ დივიზიონში შედგება, სადაც ისლამ მახაჩევი საჩემპიონო ქამრის დაცვას არმან ცარუკიანთან დაპირისპირებაში შეეცდება. იქამდე კი, მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩემი უფრო ეშინია, ვიდრე მერაბის - უმარი უკვე ომალიზე ფიქრობს
ჩემი უფრო ეშინია, ვიდრე მერაბის - უმარი უკვე ომალიზე ფიქრობს