საქართველოს ჩემპიონატი ბათუმში - ხუთი ჩემპიონი ცნობილია
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონატი ბათუმში - ხუთი ჩემპიონი ცნობილია

ბათუმის სპორტის სასახლეში ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხალიჩაზე თავდაპირველად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავიდნენ და დღეს ქვეყნის ჩემპიონები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლიდნენ. 55 კილოგრამ წონით კატეგორიის  ფინალში 17 წლის ხობელმა მოჭიდავემ ვახტანგ ლოლუამ გარდაბნელ აკაკი მოსიაშვილს აჯობა, ხოლო 63 კილოგრამში რუსთაველი ბექა გურული ლანჩხუთელ ოთარ ჯანელიძეზე ძლიერი აღმოჩნდა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 72 კილოგრამში ოზურგეთელი იური ლომაძე სენაკელი გიორგი ჩხიკვაძის ძლევით ავიდა. 82 და 97 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრებში კი, გარდაბნელმა თორნიკე ძამაშვილმა და სამტრედიელმა გიორგი მელიამ შესაბამისად, აჭარელ თორნიკე მიქელაძესა და გარდაბნელ გიორგი ქაცანაშვილს მოუგეს.

დღეს, ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშებელი სხვადასხვა სინჯის 20 მედლიდან ყველაზე მეტი 3-3 გარდაბნის, ოზურგეთისა და აჭარის წარმომადგენლებს დარჩათ, თუმცა გარდაბნელმა და ოზურგეთელმა მოჭიდავემ, აჭარელისგან განსხვავებით ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენიმე მედალს ჩამოართმევენ? დათუნაშვილი დოპინგ სკანდალში გაეხვა
რამდენიმე მედალს ჩამოართმევენ? დათუნაშვილი დოპინგ სკანდალში გაეხვა