ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ილიასთან ჩხუბს აზრი არ აქვს“ | ისლამ მახაჩევმა თოფურიაზე ილაპარაკა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა Shak MMA-ს ინტერვიუ მისცა. რუსმა მებრძოლმა ილია თოფურია ახსენა და უპასუხა შეკითხვას, რისი შანსი უფრო მაღალია 2025 წელს, „ელ მატადორთან“ ჩხუბის თუ ბელალ მუჰამედისა და შავკატ რახმონოვის ორთაბრძოლის გამარჯვებულთან დაპირისპირების.

„ბელალისა და შავკატის გამარჯვებულთან ჩხუბის შანსი უფრო მაღალია, რადგან თოფურიასთან ორთაბრძოლას აზრი არ აქვს. რისთვის უნდა ვეჩხუბო? ქამრისთვის? ფულის გამო? ფული საკმარისად მაქვს, არ მჭირდება. მეორე საჩემპიონო ქამარი მჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მახაჩევი თოფურიაზე დემეტრიუს ჯონსონს ესაუბრა და იგივე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, არანაირი აზრი არ აქვს, მესამედ მისცეს შანსი მებრძოლს, რომელიც დაბალი წონითი დივიზიონიდან ამოდის. ისლამმა ალექსანდრ ვოლკანოვსკის ორჯერ მოუგო და მისი მიზანი ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ქამრის დასაკუთრებაა.

მახაჩევი მომდევნო ორთაბრძოლას არმან ცარუკიანის წინააღმდეგ გამართავს. მათი ჩხუბი UFC 311-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 19 იანვარს გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირებასაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გაოთხმაგებული ხელფასი - პარიზელთა წინადადების დეტალები
გაოთხმაგებული ხელფასი - პარიზელთა წინადადების დეტალები