კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ბერნაბეუს შევსება გაუჭირდება - კონორმა დაწერა და წაშალა

ორ წონით დივიზიონში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ილია თოფურიას მიმართ დიდი სიმპათიებით არასოდეს გამოირჩეოდა. ამ ორ მებრძოლს შორის კი ურთიერთობა მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც „ელ მატადორმა“ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ, ირლანდიელ მებრძოლს მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ორთაბრძოლის გამართვა შესთავაზა.

როგორც ირკვევა, მაკგრეგორი ფიქრობს, რომ თოფურია ჯერჯერობით იმ დონის სპორტსმენი არ არის, რომ მის სანახავად „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონის ტრიბუნები ბოლომდე გაივსოს. ეს ყველაფერი კონორმა კომენტარის სახით სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, თუმცა რამდენიმე საათში წაშალა.

შეგახსენებთ, რომ ილია გამუდმებით გამოხატავდა ირლანდიელთან ოქტაგონზე დაპირისპირების სურვილს, თუმცა მას შემდეგ რაც გაუპატიურების საქმე მაკგრეგორი სკანდალში გაეხვა, თოფურიამ მასთან ბრძოლის გამართვის სურვილი საბოლოოდ დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ვკითხავ დრო თუ აქვს“ | ვინ იდგება მერაბის კუთხეში UFC 311-ზე
„ილიას ვკითხავ დრო თუ აქვს“ | ვინ იდგება მერაბის კუთხეში UFC 311-ზე