ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„სადაც უფრო მეტად დააფასებენ, იქ გადავა“ - სიომინი კვარაზე

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიასთან უმუშავია, ქართველი გარემარბის „პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

სიომინის თქმით, ხვიჩა ჭკვიანი ფეხბურთელია და გრძნობს, რომელ კლუბში უფრო მეტად დააფასებენ.

„ხვიჩა ნებისმიერ ევროპულ გუნდს მოერგება. ტრანსფერის საკითხში მისი გარემოცვა ყოველთვის გონივრულად მოქმედებს. არ გამიკვირდება, თუ ეს ტრანსფერი შედგა. ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს. ხვიჩა ჭკვიანი ფეხბურთელია, ის გრძნობს ამას და სადაც უფრო მეტად დააფასებენ, იქ გადავა“.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენს“ კვარას გადაბირება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს. მედიის ინფორმაციით, პარიზელები ქართველ ფეხბურთელს გაოთხმაგებულ ხელფასს სთავაზობენ, „ნაპოლი“ კი ხვიჩას სანაცვლოდ სულ მცირე 80 მილიონ ევროს ითხოვს.

„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მომდევნო ტურში „სტადიო დიეგო მარადონაზე“ „ვერონას“ უმასპინძლებს და შეიყვანს თუ არა ანტონიო კონტე კვარას სამატჩო განაცხადში, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გაოთხმაგებული ხელფასი - პარიზელთა წინადადების დეტალები
გაოთხმაგებული ხელფასი - პარიზელთა წინადადების დეტალები