იანიკ სინერი
Aa
Aa

სინერის თემა არ დახურულა - როდის შედგება საქმის განხილვა

იანიკ სინერის დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალურ საკითხს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო 16-17 აპრილს განიხილავს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. იქიდან გამომდინარე, რომ არც მოსარჩელე და არც მოპასუხე მხარეს საქმის მოსმენის ღიად ჩატარება არ მოუთხოვია, პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართება.

ჩოგბურთის სამართლიანობის საერთაშორისო სააგენტომ მსოფლიო რეიტინგის იტალიელი ლიდერი რამდენიმე თვის წინ უდანაშაულოდ სცნო და მას დისკვალიფიკაცია მოუხსნეს. სინერის სისხლში 2024 წლის მარტის თვეში ჩატარებული სინჯების შედეგად, აკრძალული ნივთიერება კლოსტებოლი აღმოჩნდა, რის გამოც ერთი თვის განმავლობაში სრულ იზოლაციაში მოუწია ყოფნა. თუმცა, სხვა ჩოგბურთელებისგან განსხვავებით მის საქმეზე პირველადი მოსმენა დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარდა და აქტიურ სპორტს მალევე დაუბრუნდა.

სინერის მისამართით განსაკუთრებული კრიტიკით ბოლო პერიოდში ნიკ კირიოსი გამოირჩეოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2025 წელს საიმისოდ, რომ ყველა ჩოგბურთელი თანაბარ პირობებში იყოს, თითოეულმა კლოსტებოლი უნდა მიიღოს და ეს ყველაფერი ეპატიოთ. ავსტრალიელის ირონიულ ნათქვამზე კომენტარის გაკეთებაზე სინერმა კატეგორიული უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯოკოვიჩის მტკიცებით, 2022 წელს ის ავსტრალიაში მოწამლეს
ჯოკოვიჩის მტკიცებით, 2022 წელს ის ავსტრალიაში მოწამლეს