მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

რა უთხრა ომალის მწვრთნელმა დვალიშვილს | რის გამო შეჩერდა ჩხუბი?

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი შონ ომალისთან დაისაკუთრა. ორთაბრძოლისას იყო მომენტი, როცა „შუგას“ მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა „მანქანას“ რაღაც უთხრა და ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონის მსაჯს, ჰერბ დინს მომხდარზე მიუთითა.

ახლახან ცნობილი გახდა სიტყვები, რომლებითაც უელჩმა დვალიშვილს მიმართა: „მერაბი, გირჩევნია მოთმინება გამოიჩინო“. ომალის მწვრთნელის ფრაზამ მერაბი გააბრაზა, რის შემდეგაც დინმა უთხრა, რომ უელჩთან საუბარი შეეწყვიტა.

დვალიშვილის კუთხეში ალჯამეინ სტერლინგი იდგა, რომელმაც ჰერბს მიმართა: „ჰერბ, ის ელაპარაკება! ჰერბ, ჰერბ, ის ელაპარაკება!“ „შენი საქმე გააკეთე, ჩემს საქმეს მე მივხედავ“, - ეს გახლდათ დინის პასუხი და საბოლოოდ, მებრძოლებმა ჩხუბი გააგრძელეს.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა.   

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მატჩრევანშის სავარაუდო თარიღი - თოფურია-ვოლკანოვსკის ბრძოლას ამზადებენ
მატჩრევანშის სავარაუდო თარიღი - თოფურია-ვოლკანოვსკის ბრძოლას ამზადებენ