ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

გაოთხმაგებული ხელფასი - პარიზელთა წინადადების დეტალები

საათი არ გავა ისე, რომ მსოფლიო სპორტულ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიასთან და „პარი სენ-ჟერმენთან“ დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს. ამჯერად ჰორიზონტზე გამოცემა Capology გამოჩნდა, რომელიც წერს, რომ პარიზულ კლუბში გადაბარგების შემთხვევაში, 23 წლის ქართველი შემტევი ტიპის ნახევარმცველი იმაზე ოთხჯერ მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე „ნაპოლიში“ აქვს.

ამჟამად არსებული მონაცემებით, კვარას წლიური ანაზღაურება პარტენოპეიში ხელშეკრულების მიხედვით 2,06 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ გადასახადების გამოკლების შემდეგ, 1,6 მილიონი რჩება. უკვე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს მხარეებს შორის მოლაპარაკება ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის შემდეგაც ხვიჩას ნეაპოლში პრაქტიკულად გამოირიცხა და ახლა სიტუაციით სარგებლობას „სენ-ჟერმენი“ აპირებს.

როგორც ფრანგული მედია-საშუალებები იუწყებიან, კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ამჟამად პარიზში კრისტიან ძაკარდოსთან ერთად იმყოფება და გამორიცხული არ არის, ტრანსფერის შეთანხმება არა იანვრის ბოლომდე, არამედ უახლოეს დღეებშიც მოხერხდეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას შემცვლელი ნაპოვნია? | ნაპოლი ჟეგროვას უმიზნებს
კვარას შემცვლელი ნაპოვნია? | ნაპოლი ჟეგროვას უმიზნებს