ლუკა ლოჩოშვილი, სალერნიტანა
Aa
Aa

ოფიციალურად - ლოჩოშვილს ახალი გუნდი ჰყავს

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „სალერნიტანაში“ გააგრძელებს. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ როგორც „სალერნიტანამ“, ასევე „კრემონეზემ“ გაავრცელეს.

ლოჩოშვილი „ბროწეულისფერებში“ იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო ზაფხულში „სალერნიტანა“ მის გამოსყიდვასაც შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წლის აგვისტოში ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ გადავიდა. ლომბარდიული კლუბის მაისურით ქართველმა მცველმა 61 მატჩი ჩაატარა (მიმდინარე სეზონში - 8) და 1 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.

ცნობისთვის, 20 მატჩის შემდეგ „სალერნიტანა“ 18 ქულით სერია ბ-ს სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ლოჩოშვილის ახალი გუნდი 12 იანვარს, თბილისის დროით 15:30 საათზე „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დაუყოვნებლივ დაგვეხმარება“ - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ბუდუზე
„დაუყოვნებლივ დაგვეხმარება“ - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ბუდუზე