უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ჩემი უფრო ეშინია, ვიდრე მერაბის - უმარი უკვე ომალიზე ფიქრობს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობის პრეტენდენტი უმარ ნურმაგომედოვი ქამრის ქართველ მფლობელ მერაბ დვალიშვილთან შეხვედრას ზედმეტად თავდაჯერებული ხვდება და ისე საუბრობს, თითქოს გამარჯვება გარანტირებული აქვს. ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვის ნათესავმა ჯერ აღნიშნა, რომ დვალიშვილს მისი დამარცხება უბრალოდ არ შეუძლია, ახლა კი უკვე სამომავლო გეგმებზე საუბარი დაიწყო.

რას ამბობს უმარი

ვფიქრობ, იმის მიუხედავად თუ ვინ გაიმარჯვებს 19 იანვარს UFC 311-ზე, ჩემპიონობის შემდეგი პრეტენდენტი შონ ომალი იქნება. „შუგას“ მერაბის მოგება სურს, იმიტომ კი არა რომ მასთან რევანში სწყურია, არამედ იმიტომ, რომ კარგად იცის, დვალიშვილთან გამარჯვება უფრო გაუადვილდება, ვიდრე ჩემთან. ომალის ახლავე ვეტყვი - წელს უკვე სამი ჩხუბი გავმართე და ჩემთვის მასთან შესახვედრად იდეალური თარიღი ივნისი, ან ოქტომბერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის შეხვედრა 19 იანვარს გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში ქართველი „მანქანა“ გარდა იმისა, რომ ქამარს შეინარჩუნებს, UFC-ში ზედიზედ მეთორმეტე გამარჯვებას ჩაიწერს აქტივში.

 

მსგავსი სიახლეები