მატჩრევანშის სავარაუდო თარიღი - თოფურია-ვოლკანოვსკის ბრძოლას ამზადებენ
MMA-ს მოყვარულები ახლა UFC 311-ის ღონისძიების მოლოდინში არიან, სადაც ნურმაგომედოვი-დვალიშვილისა და მახაჩევი-ცარუკიანის ბრძოლები უნდა შედგეს, თუმცა დენა უაითი უკვე სამომავლო გეგმებზეც ფიქრობს და იმ ჩხუბების ჩანიშვნაზე ზრუნავს, რომელთა გამართვასაც გულშემატკივრები უკვე გაზაფხულისთვის ელოდებიან.
ბოლო ინფორმაციით, სულ მალე ოფიციალურად გაჟღერდება იმის თაობაზე, რომ 5 აპრილს, მაიამიში, UFC 314-ის ქარდზე ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის მატჩრევანში შედგება. ეს მებრძოლები ერთმანეთს პირველად 2024 წლის თებერვალში დაუპირისპირდნენ და „ელ მატადორმა“ ავსტრალიელი მეტოქე მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ამას მოჰყვა თოფურიას მიერ საჩემპიონო ქამრის წარმატებული დაცვა ოქტომბერში, როდესაც UFC-ის კიდეც ერთი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეი ნოკაუტში მესამე რაუნდში გაგზავნა. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, მას ქართველთან მარცხის შემდეგ არ უჩხუბია.
შეგახსენებთ, რომ თოფურია შესაძლოა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლის დროს, ქართველი „მანქანის“ კუთხეში იდგეს - ყოველ შემთხვევაში მერაბმა ამის სურვილი საჯაროდ გამოთქვა.