„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“ - ლოჩოშვილი ახალ გუნდზე
ლუკა ლოჩოშვილი „სალერნიტანას“ მალე შეუერთდება. საქართველოს ნაკრების მცველმა დღეს თავის ახალ თანაგუნდელებს გაეცნო და მცირე კომენტარიც გააკეთა.
„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ. მოედანზე გასასვლელად მზად ვარ“, - თქვა ლოჩომ.
#Salernitana le prime parole di Luka Lochoshvili: Sono molto felice di stare qua e faccio tutto per questi colori. Sono pronto per scendere in campo #serieb #calciomercato #football #calcio #campania pic.twitter.com/DkAcJlEbSJ
— Salernonotizie.it (@salernonotizie) January 10, 2025
როგორც Il Mattino წერს, ლოჩოშვილი „სალერნიტანას“ იჯარის წესით შეუერთდება, მაგრამ კლუბს გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
ცნობისთვის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „სალერნიტანა“ გააქტიურებულია და გუნდის გასაძლიერებლად მუშაობს.
კლუბის მიზანი სერია B-ში ადგილის შენარჩუნებაა და ამ მომენტისთვის, „სალერნიტანას“ 18 ქულით მე-18 პოზიცია უკავია.
ლოჩოშვილს რაც შეეხება, მას „კრემონეზეში“ სათამაშო დრო არ ეძლეოდა. სერია B-ს მიმდინარე სეზონში, ლუკამ მონაწილეობა 7 შეხვედრაში მიიღო და მოედანზე ჯამში 322 წუთი გაატარა.