ითამაშებს თუ არა სევილიასთან? | რა თქვა ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა მამარდაზე
„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმა პრესკონფერენცია გამართა. კორბერანმა ხოსე გაიასა და გიორგი მამარდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და უპასუხა შეკითხვას, ითამაშებენ თუ არა ისინი „სევილიას“ წინააღმდეგ.
„ბოლო დღეებში, ორივე ფეხბურთელმა დადებით პროგრესს მიაღწია. თუ დღევანდელ სავარჯიშო სესიას ჩაამთავრებენ, ხვალინდელი მატჩის განაცხადში მოხვდებიან. დაიწყებენ თუ არა ძირითად შემადგენლობაში? ამ შემთხვევაში, ინდივიდუალური მიდგომა უნდა გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ ტრავმები, რომლებიც ჰქონდათ.
არის ტრავმები, რომელთა მოშუშების შემდეგაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვარჯიში არ შეიძლება და სარეაბილიტაციო პერიოდის გავლაა საჭირო. არის ტრავმები, რომელთა დროსაც, გამოჯანმრთელების პროცესის პარალელურად, გარკვეული ვარჯიშებია დაშვებული. სწორედ ეს ასპექტები უნდა გავითვალისწინოთ და გადაწყვეტილება სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ მივიღოთ. ფეხბურთელთა კონდიციები უნდა შევაფასოთ და საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ“.
შეგახსენებთ, რომ „სევილიასა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირება 12 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით, 00:00-ზე დაიწყება.