101 მილიონი 42 წუთში - ნეიმარს არაბეთში აკრიტიკებენ
ახალი წლის დადგომასთან ერთად, სპორტული მიმოხილველები ტრადიციულად წინა წელს აჯამებენ და საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებენ. ერთ-ერთ სტატიაში, სადაც ნეიმარს აკრიტიკებდნენ, ეწერა, რომ 2024 წელს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა მძიმე ტრავმის გამო, მხოლოდ ორ შეხვედრაში, ჯამში 42 წუთი ითამაშა და არც მეტი არც ნაკლები 101 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
მუხლის ჯვარედინი მყესები 32 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა 2023 წლის ოქტომბერში გაიწყვიტა, რის გამოც ერთწლიანი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება მოუწია. მოედანზე დაბრუნებულმა კი მალევე აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „ესტეღლალთან“ მატჩში მუხლქვეშა მყესები დაიჭიმა და დღემდე მკურნალობის კურსს გადის. ტრავმებისადმი მიდრეკილ ბრაზილიელთან „ალ-ჰილალის“ ხელმძღვანელებს ურთიერთობა დაეძაბათ და მის გაყიდვას გეგმავენ, თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ მოლაპარაკებები არც ერთი კლუბის წარმომადგენლებთან არ წამოუწყიათ.
ნეიმარს საუდის არაბეთის გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და ცნობილი გერმანული სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპისთვის 15 მილიონ ევროს შეადგენს.