ხვიჩა კვარაცხელია, რევაზ ჩელებაძე
Aa
Aa

„ნაპოლიში მონასავით იყენებენ“ | ჩელებაძე კვარას პრემიერ ლიგაში გადასვლას ურჩევს

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჩელებაძე პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენის“ ნაცვლად, ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლა ურჩია.

„პარი სენ-ჟერმენის ინტერესზე ინფორმაცია დიდი ხანია მაქვს. ლუის ენრიკეს ხვიჩას გაფორმება დიდი ხანია უნდა, მაგრამ ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი ინგლისში წასვლაა. პსჟ შესანიშნავი კლუბია, რომლის რიგებშიც მესი და ნეიმარი თამაშობდნენ, მაგრამ პრემიერ ლიგა უმაღლესი დონის ჩემპიონატია. საფრანგეთსაც კარგი ჩემპიონატი აქვს, მაგრამ მინდა, კვარაცხელია საუკეთესო ლიგაში თამაშობდეს.

კვარას ნაპოლის დატოვება სასწრაფოდ ესაჭიროება. მის მიმართ დიდ უპატივცემულობას იჩენენ. ხვიჩა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა, ხელფასის მხრივ კი გუნდში მე-19 ან მე-20 გახლდათ. ეს მის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაა. ნაპოლიში მას პატივს არ სცემენ და მონასავით იყენებენ. სწორი იქნება თუ კვარაცხელია ტოპ კლუბში გადავა“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ გარდა, „კვარას“ „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ უკავშირებენ. ამ მომენტისთვის, მთავარი ფავორიტი ფრანგული გრანდია, მაგრამ „ნაპოლი“ ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვაზე უარს ამბობს და კონკრეტული თანხის მიღება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ნაპოლით იმედგაცრუებული იყო... გეტყვით რამდენს გადაიხდის პსჟ“
„კვარა ნაპოლით იმედგაცრუებული იყო... გეტყვით რამდენს გადაიხდის პსჟ“