„რა შემიძლია გითხრათ? ახლა იანვარია“ - სლოტმა კვარაზე ისაუბრა
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა, ინგლისის ასოციაციის თასზე „აკრინგტონთან“ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვას თავი ვერ აარიდა და ამ თემასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„ახლა იანვარია და როგორც წესი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გავრცელებული ინფორმაციების 99% არ მართლდება. ასეთი შემთხვევების 100-დან 99 მათგანი როგორც წესი არ მართლდება.
ამ თემასთან დაკავშირებით, მეტად ჩემს კომენტარს ვერ მიიღებთ. როდესაც კითხვა დამისვით და ახსენეთ, რომ კვარაცხელია „დაკავშირებულია“ - მე ვფიქრობდი, თუ რომელ გუნდს იტყოდით. შემდეგ კი თქვენ თქვით, რომ ხვიჩა ჩვენთან არის დაკავშირებული. მე კი ვამბობ, რომ ახლა იანვარია.
რა შემიძლია ახლა ამაზე ვთქვა? ჭორები ასეთია და დაველოდოთ თვის ბოლოს. ამ თემაზე მეტად აღარ ვისაუბრებ“.
- განაცხადა სლოტმა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა „ნაპოლის“ დატოვებას იანვარში გეგმავს, მისი მომავალი პსჟ-ს გარდა 4 ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს - „ლივერპულს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსისა“ და „ნიუკასლს“.
აურელიო დე ლაურენტისი ამ გარიგებიდან დაახლოებით 80-90 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. ბოლო ცნობებით, ხვიჩას გაფორმების ყველაზე რეალური შანსი პსჟ-ს აქვს.