ევერტონი, დევიდ მოიესი
Aa
Aa

Sky Sports: მოიესი შესაძლოა ევერტონში დაბრუნდეს

დევიდ მოიესი შესაძლოა „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. 61 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი „კანფეტებს“ 2002-2013 წლებში ავარჯიშებდა.

Sky Sports-ის წყაროს ინფორმაციით, მოიესმა კლუბის მფლობელებთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მუშაობას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს, „კანფტებმა“ შონ დაიჩი დაითხოვეს. ამის შესახებ კლუბმა განცხადება „პიტერბორო იუნაიუტედთან“ მატჩამდე 3 საათით ადრე გაავრცელა.

ინგლისელმა სპეციალისტმა „ევერტონი“ 2023 წლის იანვარში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდა ყველა ტურნირზე 83 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 26 გამარჯვება მოიპოვა, 24 ფრე ითამაშა და 33-ჯერ დამარცხდა.

მიმდინარე სეზონზე „კანფეტებმა“ 17 ქულა მოიპოვეს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი შეთავაზება ნაპოლის - პსჟ კვლავ ამოქმედდა
მორიგი შეთავაზება ნაპოლის - პსჟ კვლავ ამოქმედდა