ტრანსფერი შესაძლოა იანვარშივე შედგეს - კვარა პსჟ-ს უახლოვდება
ფაბრიციო რომანო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სატრანსფერო სიახლეებს სულ უფრო ხშირად ავრცელებს. ცნობილი იტალიელი ინსაიდერი უკვე ხაზს უსვამს, რომ ქართველი შემტევი გუნდის დასატოვებლად ემზადება და ეს იანვარშივე მოხდება.
როგორც რომანო ამბობს, კვარაცხელია მზადაა „ნაპოლი“ იანვარში დატოვოს და ამის დიდი შანსიც არსებობს. ფეხბურთელი მოლაპარაკებებისთვის კარს ღიას ტოვებს. პსჟ ნაპოლისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და საუბარი 80 მილიონ ევროზეა. ხვიჩა ნეაპოლელებთან შეთანხმებას ვერ ახერხებს და წასასვლელად მზადაა. დიდი შანსია, რომ ის გუნდს ზამთარში შეიცვლის.
პარიზელთა გარდა ხვიჩას მიმართ ინტერესი „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსის“, „ლივერპულს“, „ნიუკასლს“, „მანჩესტერ სიტის“ და „ბარსელონას“ აქვთ, თუმცა პსჟ ყველაზე მეტად აქტიურობს და კვარას იმაზე ოთხჯერ მეტს ანაზღაურებას სთავაზობს, ვიდრე „ნაპოლიში“ იღებს.
ასევე, Areanapoli წერს, რომ ფრანგულ კლუბს ტრანსფერის უახლოეს ერთ კვირაში დახურვა სურს.
Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროა, მოლაპარაკებები დაახლოებით ამ ოდენობის თანხაზე მიმდინარეობს - 80-90 მილიონი. მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.