გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე 67-ე წუთზე შეიყვანეს | უოტფორდი ასოციაციის თასს გამოეთიშა

ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ფულემს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ტურნირს გამოეთიშა და ლონდონელებთან უშანსოდ, 1:4 განადგურდა.

შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა. ადამა ტრაორეს გადაცემით როდრიგო მუნისმა ისარგებლა და „ფულემი“ დააწინაურა. „უოტფორდმა“ 33-ე წუთზე გაათანაბრა. როკო ვატამ ფენომენალური გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, მეორე ტაიმის სტარტზე კი „ფულემი“ რაულ ხიმენესმა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა. 65-ე წუთზე, თავი იოახიმ ანდერსენმა გამოიჩინა, 85-ზე კი ტიმოთი კასტანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩაკვეტაძეს რაც შეეხება, ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როცა „უოტფორდი“ 1:3-ს აგებდა. გიორგი ბურთს 7-ჯერ შეეხო და მცირე დროში ბევრი ვერაფერი მოასწრო.

ცნობისთვის, „უოტფორდს“ ცუდი პერიოდი უდგას და ყველა ტურნირის ეგიდით, ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. „კრაზანები“ მომდევნო შეხვედრას 14 იანვარს გამართავენ და თბილისის დროით, 23:45-ზე, „კარდიფს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მასზე გაბრაზებული არ ვარ“ | მერაბის კომენტარი მაგდი ამაჩოვის გადაწყვეტილებაზე
„მასზე გაბრაზებული არ ვარ“ | მერაბის კომენტარი მაგდი ამაჩოვის გადაწყვეტილებაზე