ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„შესანიშნავი გრეპლერია და კარგი კრივი აქვს“ | ალექსანდრე თოფურიას პირველი მეტოქე UFC-ში

ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას UFC 312-ზე გამართავს, რომელიც 9 თებერვალს არის ჩანიშნული. ღონისძიებას სიდნეი უმასპინძლებს და ალექსანდრეს მეტოქე ავსტრალიელი კოდი ჰადონი იქნება.

ჰადონი თოფურიასთან ჩხუბს მოუთმენლად ელოდება და მოახლოებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ESPN-ს ინტერვიუ მისცა. 26 წლის მებრძოლმა ალექსანდრეზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ის შესანიშნავი გრეპლერია.

„ბრძოლის გეგმა არ მაქვს. უბრალოდ ვაპირებ, ყველაფერზე მქონდეს პასუხი, რასაც მეტოქე შემომთავაზებს. მინდა, ადაპტაციის მოხდენა შემეძლოს და ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად ვიყო. ალექსანდრე თოფურია დიდი სახელის მქონე მებრძოლია. მისი ძმა ფენომენალურია და სიმართლე გითხრათ, თვითონაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. რამდენიმე მეტოქე სწრაფად დააფინიშა და ვიცით, რომ ძალიან ძლიერი გრეპლერია და კარგი კრივი აქვს“.

ალექსანდრე 28 წლისაა და ხუთიდან ხუთივე ბრძოლაში ფინიშით იმარჯვა, მისი ერთადერთი მარცხი კი 2015 წელს, ივო ივანოვთან იყო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო. ჰადონს რაც შეეხება, მას კარიერაში 9 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 8 გამარჯვებაა. ჰადონი UFC-ის ოქტაგონზე უკვე გასულა და ოქტომბერში დენ არგეტა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მასზე გაბრაზებული არ ვარ“ | მერაბის კომენტარი მაგდი ამაჩოვის გადაწყვეტილებაზე
„მასზე გაბრაზებული არ ვარ“ | მერაბის კომენტარი მაგდი ამაჩოვის გადაწყვეტილებაზე