გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

ლიგა 1-ის კლუბი დაინტერესდა | გულიაშვილს ახალი მსურველი გამოუჩნდა

გიორგი გულიაშვილი „სარაევოში“ ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიპყრო და ბოლო ინფორმაციით, მისით ევროპის ტოპ 5 ლიგის წარმომადგენელიცაა დაინტერესებული.

Jeunesfooteux-ის ცნობით, გულიაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთი კლუბის რადარზე იმყოფება. გუნდის სახელის შესახებ არაფერი დაწერილა, მაგრამ jeunesfooteux-ი ვარაუდობს, რომ 23 წლის ფეხბურთელს „ლანსი“ ან „სენტ-ეტიენი“ აკვირდება, რადგან თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერება სწორედ მათ სჭირდებათ.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, გულიაშვილი „ოლიმპიაკოსს“ დაუკავშირეს. მანამდე აცხადებდნენ, რომ მისი გადაყვანა „ბოლონიას“, „დინამო ზაგრებსა“ და „ჰაიდუკს“ სურდათ. ჯერჯერობით, „სარაევოსთვის“ ოფიციალური წინადადებით არავის მიუმართავს.

ცნობისთვის, 23 წლის გიორგი გულიაშვილი ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია, 17 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. მის კარიერაში ამ სეზონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს უმარის ეშინია, მასთან ჩხუბს გაურბოდა“ | რას ამბობს Bellator-ის ექს-ჩემპიონი
„მერაბს უმარის ეშინია, მასთან ჩხუბს გაურბოდა“ | რას ამბობს Bellator-ის ექს-ჩემპიონი