ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ჩელსი და ლივერპულიც აკვირდებიან | რას წერს The Athletic-ი კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. ბოლო საათების განმავლობაში, ფაბრიციო რომანო, ჯანლუკა დი მარციო და სხვა ცნობილი ჟურნალისტები „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ, ახლახან კი, სხვა ვარიანტებიც გაჟღერდა.

The Athletic-ის ჟურნალისტის, დავიდ ორნშტაინის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ რადარებზე იმყოფება. ამ მომენტისთვის, წამყვანი პოზიცია პსჟ-ს უკავია, მაგრამ „ნაპოლიში“ მიმდინარე მოვლენებს ინგლისური კლუბებიც აკვირდებიან.

„პარი სენ-ჟერმენი მთავარი კანდიდატია, თუმცა, კვარაცხელია ჩელსის სავარაუდო სამიზნეთა შორისაცაა. ნაპოლის 30 გოლისა და 29 ასისტის გამკეთებელი ფეხბურთელის გაყიდვა არსად ეჩქარება და მხოლოდ სარფიან შეთავაზებას დათანხმდება.

მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულს ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელები საკმარისად ჰყავს, კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებას წითლებიც აკვირდებიან. ლივერპული კონკრეტულად ხვიჩას პროფილის მქონე ფეხბურთელს არ ეძებს, მაგრამ კვარა არის მოთამაშე, რომელიც წითლებს ძალიან მოსწონთ, მას თვალს ადევნებენ და მზად იქნებიან, შანსის გაჩენის შემთხვევაში, ნაპოლის წინადადებით მიმართონ“, - წერს ორნშტაინი.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერ ჩემპიონატში შეუძლია ითამაშოს“ - თეთრაძემ კვარაზე ილაპარაკა
„ნებისმიერ ჩემპიონატში შეუძლია ითამაშოს“ - თეთრაძემ კვარაზე ილაპარაკა