ბენზემა: რეალი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია
„ალ იტიჰადის“ თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, რომელიც მანამდე მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, ყოფილი გუნდი მოინახულა, რომელიც დღეს ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „მალიორკას“ დაუპირისპირდება.
ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, სამეფო გუნდი წელს საუკეთესოა.
„ისინი ძალიან ძლიერები არიან. ვამბობ ყველა მოთამაშეზე. „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. კილიან მბაპეს წვლილი ბევრ გულშემატკივარს აღაფრთოვანებს. ყველას ოცნებაა, ნახონ, როგორ გააქვთ ამ ფეხბურთელებს გოლები, აკეთებენ ასისტებს - მათ ყველაფერი აქვთ“, - თქვა ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ კარიმი „რეალის“ შემადგენლობაში 2009-2023 წლებში თამაშობდა. მან 648 მატჩი ჩაატარა, 354 გოლი გაიტანა და 165 ასისტი მიითვალა.