საბა ტყეშელაშვილი
Aa
Aa

მსოფლიო თასის მერვედფინალი | საქართველომ რუმინეთი დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში რუმინეთს დაუპირისპირდა. შეხვედრის წინ ფავორიტად რუმინელები მიიჩნეოდნენ, თუმცა, ჩვენმა გუნდმა დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა - 23:12.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 6:2 მოიგო. მეორე რვაწუთეულში რუმინეთმა 1-ბურთიანი უპირატესობით იმარჯვა და პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 12:9 გახლდათ ჩვენ სასარგებლოდ. მესამე პერიოდი 3:2 დასრულდა, გადამწყვეტ რვაწუთეულში კი 8:1 მოვიგეთ.

7-7 გოლით ბომბარდირობა გაიყვეს ვალიკო დადვანმა და ბესო ახვლედიანმა. დუშან ვაშიჩმა 3 გოლი გაიტანა, სტეფან პიესივაკისა და საბა ტყეშელაშვილის ანგარიშზე კი 2-2 ბურთი გახლდათ.

ცნობისთვის, 1/4 ფინალში ბერძენი მწვრთნელის, კაჩიგიასის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ უნგრეთს ეთამაშება. მატჩი 10 იანვარს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ვკითხავ დრო თუ აქვს“ | ვინ იდგება მერაბის კუთხეში UFC 311-ზე
„ილიას ვკითხავ დრო თუ აქვს“ | ვინ იდგება მერაბის კუთხეში UFC 311-ზე