„მერაბს უმარის ეშინია, მასთან ჩხუბს გაურბოდა“ | რას ამბობს Bellator-ის ექს-ჩემპიონი
Bellator-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ვადიმ ნემკოვმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე გააკეთა კომენტარი. ნემკოვის თქმით, „მანქანას“ უმარის ეშინია და მასთან ჩხუბს გაურბოდა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დვალიშვილს უმარის ეშინია, რადგან მერაბმა ყველა მეტოქე ჭიდაობის წყალობით დაამარცხა, ნურმაგომედოვი კი მოჭიდავეა. უმარი კარგად ჭიდაობს, დაცვაში ძლიერია და როგორც ხელებით, ისე ფეხებით, მრავალმხრივად შეუძლია მუშაობა.
მერაბის ყოფილი მეტოქეები რომ გავიხსენოთ, შონ ომალი სტრაიკერია, პიოტრ იანიც სტრაიკერია. დვალიშვილმა სეხუდოსაც მოუგო, მაგრამ ჰენრი უკვე ასაკშია. აი, უმარს რაც შეეხება, ის მებრძოლია, რომელიც დგომშიც მაგარია, პარტერშიც და ჭიდაობაშიც“.
ცნობისთვის, ბუკმეკერები ნემკოვის პოზიციას იზიარებენ და თვლიან, რომ დვალიშვილს ქამრის შენარჩუნების მცირე შანსი აქვს. უმარი დაუმარცხებელია და ბოლო ჩხუბი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გამართა, რომელსაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.