ევერტონმა შონ დაიჩი დაითხოვა
„ევერტონმა“ „პიტერბორო იუნაიუტედთან“ მატჩამდე 3 საათით ადრე განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, შონ დაიჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.
კლუბის ხელმძღვანელობის ცნობით, 53 წლის ინგლისელი სპეციალისტის ადგილს დროებით „ევერტონის“ 18-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლეიტონ ბეინსი და „კანფეტების“ კაპიტანი, შეიმუს კოულმანი დაიკავებენ.
დაიჩმა „ევერტონი“ 2023 წლის იანვარში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდა ყველა ტურნირზე 83 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 26 გამარჯვება მოიპოვა, 24 ფრე ითამაშა და 33-ჯერ დამარცხდა.
მიმდინარე სეზონზე „კანფეტებმა“ 17 ქულა მოიპოვეს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებენ.