ხვიჩა კვარაცხელია, ომარ თეთრაძე
Aa
Aa

„ნებისმიერ ჩემპიონატში შეუძლია ითამაშოს“ - თეთრაძემ კვარაზე ილაპარაკა

ომარ თეთრაძემ, რომელიც საქართველოში ბოლოს „იბერიას“ მთავარი მწვრთნელი იყო, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო ტრანსფერზე ილაპარაკა.

ქართველი სპეციალისტის თქმით, კვარას ნებისმიერ ჩემპიონატში შეუძლია ითამაშოს.

„პსჟ“ ეს უკვე სერიოზული ამბავია. ხვიჩასთვის პარიზულ კლუბში გადასვლა კარიერაში დიდი ნაბიჯი გახდება. მან დაამტკიცა, რომ სერიოზული მოთამაშეა. ხვიჩა თავისი მისვლით პსჟ-ს დაეხმარებოდა - მან ასეთი შეთავაზება დაიმსახურა. ხვიჩამ თავი ისე კარგად გამოიჩინა, რომ მას ნებისმიერ ჩემპიონატში შეუძლია ითამაშოს. მასზე იქნება დამოკიდებული, რამდენად თავდაჯერებული იქნება პრემიერ ლიგაში. ინგლისის ჩემპიონატი საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონატებზე უფრო რთულია. იქ ბევრი მატჩია და ჩემპიონატიც უფრო დაძაბულია. კითხვა იმაშია, რამდენად თავდაჯერებულია კვარა“, - თქვა თეთრაძემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაპოლი“ მზადაა, ხვიჩა კვარაცხელია იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდოს.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ნაპოლის რეალობას უკვე აღარ შეეფერება“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარა ნაპოლის რეალობას უკვე აღარ შეეფერება“ - იტალიელი ჟურნალისტი