„ილიას ვკითხავ დრო თუ აქვს“ | ვინ იდგება მერაბის კუთხეში UFC 311-ზე
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან გასამართ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ჩხუბისას, უმარის კუთხეში ხაბიბ ნურმაგომედოვი იდგება და „მანქანა“ აპირებს, ილია თოფურიას სთხოვოს, მის კუთხეში დადგეს.
„უმარი კარგი მებრძოლია და ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მშვენიერი სტრაიკერია, ფეხით კარგად ურტყამს და მაღალი დონის ჭიდაობა აქვს. დარწმუნებული ვარ, საინტერესო ორთაბრძოლა იქნება და ვხვდები, რომ მარტივი ჩხუბი არ მელოდება.
ვინ იდგება ჩემს კუთხეში? ილიას ვკითხავ თუ უნდა ჩემს კუთხეში დადგეს და ვნახოთ, რა მოხდება. ჯონ ვუდთან ვვარჯიშობ, რეი ლონგო ნიუ იორკიდან ჩამოფრინდება და ჩემი საუკეთესო მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგიც ჩემთან ერთად იქნება. ილიას ვკითხავ, დრო თუ აქვს და ვნახოთ“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი და ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ, რომლის მთავარი მოვლენაც ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება იქნება.