გიორგი მამარდაშვილი, სანტიაგო კანისარესი, სტოლე დიმიტრიევსკი
Aa
Aa

დიმიტრიევსკი თუ მამარდაშვილი | როგორია სანტიაგო კანისარესის არჩევანი

„ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა „ღამურებში“ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც გამოეხმაურა. კანისარესს ჰკითხეს, ძირითადში სტოლე დიმიტრიევსკის დატოვებდა თუ „მამარდას“ დააყენებდა და მან არჩევანი ქართველ ფეხბურთელზე შეაჩერა.

„როცა ახალი მწვრთნელი ინიშნება, ცვლილებები აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია, რადგან დიდი ხანია, ვალენსიას საქმე ცუდად მიდის. არ ყოფილა მატჩი, რომელშიც გამოჩენილა, რომ გუნდში რამე კარგისკენ იცვლება.

ყველაფერი ძალიან უცნაურია. კლუბის ხელმძღვანელები ფულის დახარჯვას თავს დიდი ხნის განმავლობაში არიდებდნენ, შემდეგ კი ძვირადღირებული ოპერაცია დახურეს. მათ თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე მწვრთნელი კი არ მოძებნეს, დაკავებული სპეციალისტი აირჩიეს და მის სანაცვლოდ ფული გადაიხადეს. ასეთი მენეჯმენტი უბრალოდ დაუჯერებელია.

ექსპერიმენტების დრო აღარ გვაქვს. თუ მომდევნო ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდება, დაქვეითებას ვერ გადავურჩებით, რაც იმედგამაცრუებელია. იმედია, მწვრთნელი ამას ხვდება. ფეხის დაცდენის უფლება არ გვაქვს.

დავტოვებდი დიმიტრიევსკის თუ მამარდაშვილს დავაბრუნებდი? მამარდაშვილი უკეთესი მეკარეა“.

შეგახსენებთ, რომ 18 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს გამართავენ და „სევილიას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი მზადაა 80 მილიონად გაყიდოს | რას წერს დი მარციო კვარაცხელიაზე
ნაპოლი მზადაა 80 მილიონად გაყიდოს | რას წერს დი მარციო კვარაცხელიაზე