მერაბ დვალიშვილი, არმან ცარუკიანი, უმარ ნურმაგომედოვი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

უსმან ნურმაგომედოვი დვალიშვილისა და ცარუკიანის წაგებას პროგნოზირებს: ისინი არ პროგრესირებენ

მსუბუქ წონაში Bellator-ის ჩემპიონმა, უსმან ნურმაგომედოვმა თავისი ძმის, უმარისა და ისლამ მახაჩევის მომდევნო ბრძოლებზე ილაპარაკა.

უმარი UFC-ს ქართველ ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან იჩხუბებს, მახაჩევის მეტოქე კი არმან ცარუკიანი იქნება.

„არმანისა და მერაბის ბევრ ჩხუბს ვუყურე და ეს ბიჭები არ იზრდებიან. კი, ისინი მაღალი დონის მებრძოლები არიან, მაგრამ ბოლო 2-3 ჩხუბში მათ პროგრესი არ ჰქონიათ. ვფიქრობ, რომ ისლამი და უმარი მათ დააფინიშებენ“, - თქვა უსმან ნურმაგომედოვმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს თვლიან და მიაჩნიათ, რომ „მანქანას“ ქამრის შენარჩუნების ძალიან დაბალი შანსი აქვს.

ამავე დღეს გაიმართება მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბიც. მათი პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ის ისლამის გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი პროგნოზი მერაბის გამარჯვებაა“ - UFC-ის ექსჩემპიონი
„ჩემი პროგნოზი მერაბის გამარჯვებაა“ - UFC-ის ექსჩემპიონი