„მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს“ | ფაბრიციო რომანო კვარაცხელიაზე
ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე, დღეს მესამე პოსტი გამოაქვეყნა. რომანომ შექმნილ ვითარებაზე დაწერა და „კვარა“ „პარი სენ-ჟერმენს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირა.
„კვარაცხელია იანვარში ნაპოლის დატოვების ვარიანტს ნამდვილად განიხილავს. პარი სენ-ჟერმენი მთავარი ფავორიტია და პარტენოპეისთან უშუალო კონტაქტი აქვს. 80 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი განიხილეს, კვარას წარმომადგენლები კი პსჟ-ს პირადი კონტრაქტის დეტალებზე ესაუბრებიან. მოლაპარაკებები კარგად ვითარდება“, - წერს რომანო.
გეტყვით იმასაც, რომ ჯანლუკა დი მარციოს მიხედვით, „ნაპოლი“ მზადაა, ხვიჩა 80 მილიონ ევროდ გაყიდოს და გარიგებაში სხვა ფეხბურთელის ჩართვას გამორიცხავს. „პარი სენ-ჟერმენის“ თავდაპირველი წინადადება კლუბისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რადგან პსჟ-მ შეთავაზებაში მილან შკრინიარი ჩართო, თუმცა, ფრანგულ გრანდთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.