გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ითამაშებს თუ არა სევილიასთან მამარდა, ხვალ გახდება ცნობილი

გიორგი მამარდაშვილმა დღეს გუნდთან ერთად კვლავ ივარჯიშა, რაც მას რეალურ შანსს აძლევს, რომ მომდევნო მატჩში ითამაშოს. რომელსაც „ვალენსია“ 12 იანვარს, „სევილიას“ წინააღმდეგ გამართავს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მოხვდება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი გოლკიპერი, თამაშის წინა ვარჯიშზე გადაწყდება, რომელიც ხვალ ჩატარდება.

მამარდამ ტრავმა 10 დეკემბერს, ლა ლიგის მე-16 ტურში, „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ მატჩის დროს მიიღო.

ქართველმა მეკარემ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, თამაშის დასრულების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მას მარჯვენა ბარძაყის სწორი კუნთის დაჭიმულობა ჰქონდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის 2025 წლამდე ვერ ითამაშებდა.

მამარდაშვილმა ტრავმის გამო, ლა ლიგის ბოლო 4 შეხვედრა გამოტოვა - „ვალიადოლიდთან“, „ესპანიოლთან“, „ალავესთან“ და მადრიდის „რეალთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილთანაც ასე მოვიქეცით...“ - არნე სლოტი
„მამარდაშვილთანაც ასე მოვიქეცით...“ - არნე სლოტი