ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია | ლუკა ლოჩოშვილი სალერნიტანაში გადადის

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი ადგილსამყოფელს იცვლის. ბოლო პერიოდში, 26 წლის მცველის გადაბირებით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული და „სალერნიტანამ“ ყველას აჯობა.

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ლოჩოშვილი „სალერნიტანას“ უახლოეს დღეებში შეუერთდება და გუნდთან ერთად, მომზადებას დაიწყებს.

ცნობისთვის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „სალერნიტანა“ გააქტიურებულია და გუნდის გასაძლიერებლად მუშაობს. კლუბის მიზანი სერია B-ში ადგილის შენარჩუნებაა და ამ მომენტისთვის, „სალერნიტანას“ 18 ქულით მე-18 პოზიცია უკავია.

ლოჩოშვილს რაც შეეხება, მას „კრემონეზეში“ სათამაშო დრო არ ეძლეოდა. სერია B-ს მიმდინარე  სეზონში, ლუკამ მონაწილეობა 7 შეხვედრაში მიიღო და მოედანზე ჯამში 322 წუთი გაატარა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარი სენ-ჟერმენი ერთადერთი არაა | კვარაცხელიას ტრანსფერზე მანჩესტერიც ფიქრობს
პარი სენ-ჟერმენი ერთადერთი არაა | კვარაცხელიას ტრანსფერზე მანჩესტერიც ფიქრობს