ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პარი სენ-ჟერმენი ერთადერთი არაა | კვარაცხელიას ტრანსფერზე მანჩესტერიც ფიქრობს

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. დღეს, „კვარასთან“ დაკავშირებით, ბევრმა ცნობილმა გამოცემამ დაწერა და მას „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, პსჟ-ს სურს, კვარაცხელია იანვარში გაიფორმოს, L’Equipe-ი კი დასძენს, რომ პარიზულ გრანდს კონკურენტი ჰყავს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის მიხედვით, ხვიჩას გარშემო შექმნილ მდგომარეობას „მანჩესტერ იუნაიტედი“ აკვირდება.

L’Equipe-ის თქმით, „წითელი ეშმაკები“ ბარტერზე ფიქრობენ და გარიგებაში მარკუს რაშფორდის ჩართვა სურთ. კვარაცხელია ინგლისელ ფეხბურთელზე მეტი ღირს, რის გამოც, მოსალოდნელია, რომ „ნაპოლი“ თანხის დამატებას მოითხოვს და ფრანგული გაზეთის ვარაუდით, ეს ფაქტორი ტრანსფერის იანვარში დახურვას გაართულებს.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. Transfermarkt-ზე მისი ფასი 85 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი შეთავაზება ნაპოლის - პსჟ კვლავ ამოქმედდა
მორიგი შეთავაზება ნაპოლის - პსჟ კვლავ ამოქმედდა