ტომაშ როსიცკი
Aa
Aa

შეთანხმებასთან ახლოს არიან - როსიცკი არსენალში ბრუნდება

წარსულში ცნობილი ჩეხი ფეხბურთელი ტომაშ როსიცკი უახლოეს მომავალში „არსენალში“ დაბრუნდება. ინგლისური სპორტული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, „მეთოფეების“ ხელმძღვანელები მას ნოემბერში სპორტული დირექტორის თანამდებობიდან გადამდგარი ბრაზილიელი ფუნქციონერის, ედუ გასპარის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებენ.

როსიცკისთვის სპორტული დირექტორობა უცხო ნამდვილად არ არის, რადგან 2018 წლიდან ის ამ ამპლუაში მშობლიურ კლუბ პრაღის „სპარტას“ ემსახურება და საქმეს საკმაოდ წარმატებულად უძღვება. ეს უკანასკნელი უკვე ესაუბრა „კანონირების“ შეფებს და თხოვნით მიმართა, რომ მაისამდე სამშობლოში დარჩენის საშუალება მისცენ, ინგლისში კი მუშაობას ახალი სეზონიდან შეუდგება, რაზეც სავარაუდოდ თანხმობას მიიღებს.

იანვარში სატრანსფერო პერიოდში „არსენალის“ სატრანსფერო საქმიანობაზე პასუხისმგებელი ედუს ყოფილი თანაშემწე ჯეისონ აიტო იქნება, რომელმაც ეს პოსტი ბრაზილიელის წასვლისთანავე დროებით ჩაიბარა. ზაფხულიდან კი ამ თანამდებობაზე მუშაობას 90-პროცენტიანი ალბათობით როსიცკი შეუდგება, რომელიც ფეხბურთელობის პერიოდში ლონდონელთა ღირსებას 2006-2016 წლებში იცავდა და 247 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსენალი პროგნოზირებადი გუნდია“ - ანრის ანალიზი პრემიერლიგაზე
„არსენალი პროგნოზირებადი გუნდია“ - ანრის ანალიზი პრემიერლიგაზე