მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ჯონ ვუდი
Aa
Aa

„გვჯერა, რომ უმარს დგომში დავამარცხებთ“ - მერაბის მწვრთნელი შანსებს აფასებს

მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მანქანას“ რუსი მებრძოლის დგომში დამარცხება შეუძლია.

რას ამბობს ჯონ ვუდი:

„მერაბი დღითიდღე უკეთესი ხდება. ეს მის ბოლო სპარინგ-ბრძოლებში საგრძნობლად შეიმჩნევა. ის ჯერ კიდევ გიჟივით იქცევა, მაგრამ ახლა მის კონტროლზე ვზრუნავთ და ვცდილობთ, ეს ენერგია გონივრულად გამოვიყენოთ“.

„ახლა მერაბი ფეხზე ჩხუბში იმაზე უკეთესია, ვიდრე ოდესმე. ნამდვილად გვჯერა, რომ ის უმარის დამარცხებას სტრაიკინგით შეძლებს. ჩვენ შეგვიძლია თავი დავიცვათ მიწაზე და გავიმარჯვოთ ფეხზე“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი და ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს თვლიან და მიაჩნიათ, რომ „მანქანას“ ქამრის შენარჩუნების ძალიან დაბალი შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისთვის შანსის მიცემის აზრს ვერ ვხედავ“ | მახაჩევმა თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა
„მისთვის შანსის მიცემის აზრს ვერ ვხედავ“ | მახაჩევმა თოფურიასთან ჩხუბზე ისაუბრა