19 წლის ჩეხს დაუპირისპირდება | ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა გაირკვა. პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ჩეხ იაკუბ მენშიკს შეხვდება. მენშიკი 19 წლისაა და ATP-ის რეიტინგში 49-ე ადგილზეა.
ბასილაშვილისა და მენშიკის მატჩი 12 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
პირველ რაუნდში წარმატების შემთხვევაში ბასილაშვილი ნორვეგიელ კასპერ რუუდსა (6) და ესპანელ ხაუმე მუნარს (61) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ცნობისთვის, ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული 3,5 მილიონ დოლარს და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი კი 96,5 მილიონი დოლარია.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბასილაშვილმა ავსტრალიელი კრუზ ჰიუიტი, რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი და იტალიელიე ფრანჩესკო პასარო დაამარცხა.